საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მხარდამჭერებსა და კონკურენტებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვება ქართული ფეხბურთის გამარჯვებაა.
როგორც კობიაშვილმა განმარტა, სრულად აქვს გააზრებული თუ რამხელა გამოწვევის წინაშე დგას.
„მადლობა ყველას, ძალიან ემოციური დღეა. თავისუფლად შევადარებდი იმ პირველ დღეს, როდესაც ფეხბურთზე მივედი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს. ეს არ არის მარტო ჩემი გამარჯვება. ეს არის ერთიანობის, ქართული ფეხბურთის გამარჯვება და მინდა ყველამ იცოდეთ, ჩემთვის საერთო საფეხბურთო ოჯახში მტერი არ არსებობს. ჩვენ ყველა ერთნი ვართ. მინდა მადლობა ვუთხრა რეზის, მამუკას. მინდა ყველამ იცოდეთ, რამდენად ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ვიცი რამხელა გამოწვევაა, ვიცი იოლი არ იქნება", - განაცხადა კობიაშვილმა.