ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი "ართ -ჰოლის" კიდევ ერთი სიახლე, გაიხსნა კინო სახელოსნო!
გამოცხადდა მოსწავლეთა მიღება 2015-2016 სასწავლო წლისათვის. ასაკი 14-18 წ. დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ ადმინისტრაციას
მისამართი: დავით აღმაშენებლის #164, ტელ: 599273011
სახელოსნოში შეისწავლება :
კინოს ისტორია,
რეჟისურა,
კინოდრამატურგია,
საოპერატორო ხელოვნება.
მეცადინეობები ორიენტირებული იქნება ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობების, ლოგიკური და სისტემური აზროვნების, მეხსიერების, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარის განვითარებაზე, გემოვნებისა და სტილის ჩამოყალიბებაზე.
მეცადინეობები ჩატარდება სფეროს აღიარებული პროფესიონალების მიერ. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ეზიარონ კინოს სამყაროს, თავიდან ბოლომდე შეისწავლონ დოკუმენტური და მხატვრული ფილმების შექმნის პროცესი, მასალის შეგროვების, სცენარის დაწერისა და ფილმის გადაღების ჩათვლით, გაეცნობიან ფილმის გადაღების ტექნიკურ მხარეს. მოეწყობა შეხვედრები ცნობილ ქართველ კინემატოგრაფისტებთან, ჩატარდება მასტერ კლასები, ტრენინგები და ვორქშოფები, გაიმართება ჯგუფური კინოჩვენებები. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, გადაიღონ მცირემეტრაჟიანი ფილმები საკუთარი სცენარით, მათ შორის საუკეთესოები გაიგზავნება მსოფლიოში ცნობილ და პოპულარულ საბავშვო კინოფესტივალებზე.
კინოსახელოსნოს საქმიანობის ფარგლებში მოეწყობა შემოქმედებითი და სეზონური ტურები საქართველოს სხვადსხვა კუთხეში საინტერესო და გამორჩეული მასალების შეგროვების მიზნით; ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ და საფუძვლიანად გაეცნონ საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, კინოისტორიის მუზეუმისა და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების სამუშაო ატმოსფეროს, აქტიური შემოქმედებითი ურთიერთობა იქონიონ სტუდენტებთან. ზაფხულის პერიოდში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ საზაფხულო კინო-ბანაკის წევრები.
კინოსახელოსნოს კურსის მიმდინარეობისას თითოეულ მოსწავლეზე შედგება პორტფოლიო, სადაც შეგროვდება მისი ყველა აქტივობა, ხოლო კურსის დასრულებისას პორტფოლიოში მოთავსდება მის მიერ გადაღებული ფილმი/ფილმები.
მოსწავლეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე
7, 9 და 12 ოქტომბერს
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
სასწავლო კურსის ხელმძღვანელი
რეჟისორი
დიმიტრი გუგუნავა