რეგიონები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა
05 ოქტომბერი, 2015. 10:20
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დვალმა განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე სცემა, სიცრუეა.
მისივე განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო გამოძიების პერიოდში მის მიმართ დამატებითი კითხვების თავიდან აცილების მიზნით, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობაზე უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57