UEFA-ს პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მილოცვის წერილი გამოუგზავნა.
"ძვირფასო პრეზიდენტო! მინდა გულწრფელად მოგილოცოთ ახლახან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. დარწმუნებული ვარ, რომ, თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კვლავ დარჩება ევროპულ საფეხბურთო ოჯახში აქტიურად ჩართულ წევრად. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენს საქმიანობაში და ვიმედოვნებ, რომ, თქვენთვის ხელსაყრელ დროს, მალე შემეძლება თქვენი მასპინძლობა ევროპული ფეხბურთის სახლში, რათა განვიხილოთ ევროპულ ფეხბურთთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. ველი თქვენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში. კეთილი სურვილებით, UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი", - ნათქვამია მილოცვის წერილში.