ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, რთველის დაწყებიდან დღემდე კახეთის რეგიონში გადამუშავდა 119 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 81 მლნ ლარს მიაღწია.
5 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 1500 ტონა ყურძენი, რაც მიუთითებს, რომ კახეთის რეგიონში აქტიურობა თანდათან იკლებს და რთველი კახეთიდან რაჭაში გადაინაცვლებს.
ამ დროისთვის გადამუშავებულია: რქაწითელი - 62,8 ათასი ტონა, საფერავი - 41,4 ათასი ტონა, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 12,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 39,7 ათასი ტონა, თელავი - 27,8 ათასი ტონა, ყვარელი - 21,4 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,8 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 4,2 ათასი ტონა და საგარეჯო - 8,4 ათასი ტონა.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2-47-01-01 და სპეციალური ინტერნეტ-საიტი www.rtveli2015.gov.ge.