reportiori.ge - ჰააგის სასამართლომ რუსეთიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მასალები გამოითხოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 13:06
მსოფლიო
ჰააგის სასამართლომ რუსეთიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მასალები გამოითხოვა
ავტორი:
06 ოქტომბერი, 2015. 15:35


სააგენტო „ИТАР-ТАСС"-ის ინფორმაციით, ჰააგის სასამართლომ რუსეთიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მასალები გამოითხოვა. სააგენტოს ინფორმაციით, განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა გააკეთა.


რუსული მედიის განმარტებით, საქმე ეხება იმ გამოძიებას, რომელიც რუსულმა მხარემ ომის შემდგომ, „საქართველოს სამხედრო დანაშაულის გამოსაძიებლად ჩაატარა".

 

„ჩვენ ვცდილობდით ჩვენი მასალების ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ჩატანას. ქართველი სამხედროების ქმედებებს სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია მივეცით. 3 დღის წინ ჰააგიდან წერილი მივიღეთ, სადაც, როგორც იქნა, მასალების წარდგენა გვთხოვეს", - განაცხადა ბასტრიკინმა.


შეგახსენებთ, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე „გენოციდის, ასევე ომის აკრძალული საშუალებებითა და მეთოდებით წარმოებითა და დამქირავებელთა მონაწილეობით, რუსეთის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის ფაქტზე" სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016