reportiori.ge - შალვა რამიშვილი „იმედზე“ პოლიტიკურ თოქ-შოუს იწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:54
მედია
შალვა რამიშვილი „იმედზე“ პოლიტიკურ თოქ-შოუს იწყებს
ავტორი:
06 ოქტომბერი, 2015. 20:05


როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების წინ „იმედი" პოლიტიკური თოქშოუს გარეშე არ დარჩა. „იმედის კვირის" და ინგა გრიგოლიას „რეაქციის" დახურვის შემდეგ, შალვა რამიშვილი „იმედზე" მალე ახალ პოლიტიკურ თოქშოუს დაიწყებს. ამის შესახებ სანდო წყაროდან შევიტყვეთ. გადაცემა ოქტომბრის ბოლოს გავა ეთერში. რაც შეეხება „შალვა რამიშვილის შოუს", მას ტელესახე მსახიობ ილო ბეროშვილს გადაულოცავს. შეგახსენებთ, ილოს შოუში ახლაც აქვს თავისი რუბრიკა, თუმცა გადაცემას თავად გადაიბარებს და გაუძღვება.


რასაკვირველია, „ფორტუნა" ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ტელეჟურნალისტს დაუკავშირდა.


შალვა, მართალია, რომ ახალ პოლიტიკურ თოქშოუს ამზადებ „იმედის" ეთერში?


შალვა რამიშვილი:


-ჯერჯერობით ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ.


-ვიცით, რომ შენს შოუს ილო ბეროშვილი გადაიბარებს.


-კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ.


მიუხედავად იმისა, რომ ტელესახე კომენტარზე უარს ამბობს, წყარო დადასტურებით გვეუბნება, რომ პოლიტიკური ხასიათის გადაცემას შალვა რამიშვილი „იმედის" არხზე უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენს.

 

წყარო: fortuna.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016