reportiori.ge - ტარიელ ხეჩიკაშვილი: წლების განმავლობაში, ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტი და ციფრები ხელმისაწვდომი არ იყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:40
სპორტი
ტარიელ ხეჩიკაშვილი: წლების განმავლობაში, ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტი და ციფრები ხელმისაწვდომი არ იყო!
ავტორი:
06 ოქტომბერი, 2015. 21:30


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას ყველა პრობლემასთან გამკლავება მოუწევს.


მინისტრმა ფეხბურთის ფედერაციაში არსებულ მენეჯმენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ბევრი პრობლემა არსებობს.


„წლების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ბიუჯეტი და ციფრები ხელმიუწვდომელი იყო. სანაცვლოდ ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული მენეჯმენტთა ჯგუფი, რომელიც ახორციელებდა ფედერაციის მართვას და არანაირი ვალი არ ჰქონდათ. უეფას წარმომადგენლობამაც დაინახა, თუ რამდენად გაუმართავი იყო იურიდიულად მათი ადმინისტრაცია, თუ რამდენად არღვევდა უეფას წესებს. ვწუხვარ, რომ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველოდება, როდესაც მენეჯმენტი შეიცვლება. ახალ მენეჯმენტს მოუწევს ყველა პრობლემასთან გამკლავება, რაც ქართულ ფეხბურთში დახვდა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი გუნდი თავს ღირსებულად გაართმევს. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით, რათა ფეხბურთმა ნელ-ნელა დაიწყოს იმ კრიზისიდან გამოსვლა, რაც დღეს არის. მონიტორინგი აუცილებელია, რათა გაირკვეს, თუ რატომ ეპოტინებოდნენ და ცდილობდნენ აღმასკომის წევრები და ძველი ხელმძღვანელობა ყველა წესის დარღვევით შეენარჩუნებინათ თანამდებობა", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016