reportiori.ge - მხატვრულ ფილმ „შინდისის გმირების“ შემოქმედებითი ჯგუფი პარიზში ინგლისელ პროდიუსერებთან შეხვედრას გამართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:54
კულტურა
მხატვრულ ფილმ „შინდისის გმირების“ შემოქმედებითი ჯგუფი პარიზში ინგლისელ პროდიუსერებთან შეხვედრას გამართავს
07 ოქტომბერი, 2015. 14:20


მხატვრულ ფილმ „შინდისის გმირების" შემოქმედებითი ჯგუფი ოქტომბერში საფრანგეთში მიემგზავრება. როგორც ფილმის პროდიუსერმა ედმონდ მინაშვილმა განაცხადა, პარიზში ჯგუფის წევრები ინგლისელ პროდიუსერებს შეხვდებიან, რომლებიც ქართულ მხარეს ფილმის საერთაშორისო კინოფესტივალებზე გატანაში დაეხმარებიან.


„თვის ბოლოს, ოქტომბრის 19-ში, მე, ვოვა კაჭარავა და მინდია ესაძე მივდივართ პარიზში, სადაც ვხვდებით ინგლისელ პროდიუსერებს. ისინი დაგვეხმარებიან ფილმის საერთაშორისო ბაზარზე გატანაში, მათგან მივიღებთ რჩევებს, რეკომენდაციებს. შევთანხმდებით ერთ საერთო კონცეფციაზე და იმ გზით გავაგრძელებთ მუშაობას. ისინი არიან ძალიან გამოცდილი პროდიუსერები; ერთი ევროპის კინოაკადემიის წევრის და მეორე  -ხელმძღვანელი. ძალიან დიდი პიროვნებები არიან. პარიზში გავმართავთ სისტემატურ შეხვედრებს, რათა ერთ საბოლოო იდეამდე მივიდეთ. გარდა ამისა, იქ შევხდებით რეჟისორ გელა ბაბლუანს და გავაცნობთ დასრულებულ სცენარს. შესაძლოა, მივიღოთ კიდეც გარკვეული მითითებები მისგან, რა როგორ ჩავასწოროთ. ეს იქნება ბეჭდის დარტყმა გელას მიერ", - განუცხადა „რეპორტიორს" მინაშვილმა.

 

მხატვრულ ფილმ „შინდისის გმირების" გადაღება 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ფილმის სცენარი აგვისტოს ომის დროს შინდისში დაღუპული 17 ჯარისკაცის ისტორიაზეა აგებული.



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016