reportiori.ge - გრიგორი კარასინი: ადრე თუ გვიან საზღვარი მაინც უნდა დაფიქსირდეს, ასეთია დღევანდელი რეალობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:08
პოლიტიკა
გრიგორი კარასინი: ადრე თუ გვიან საზღვარი მაინც უნდა დაფიქსირდეს, ასეთია დღევანდელი რეალობა
07 ნოემბერი, 2013. 11:45

ჟენევის მოლაპარაკებების 25-ე რაუნდი დასრულდა. თითქმის 8 საათიან მოლაპარაკებებს ქართული დელეგაციის  წარმომადგენლები მნიშვნელოვნად აფასებენ და აცხადებენ, რომ პროცესმა მწვავედ, მაგრამ საინტერესოდ ჩაიარა. აქტიურობდნენ დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ქართული დელეგაციის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსული მხარე კვლავ მოუმზადებელი აღმოჩნდა, აიღოს ძალის არგამოუყენებლობის ვალდებულება. მოლაპარაკებების ფარგლებში, განხილულ იქნა დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხიც. მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი კი 17-18 დეკემბერს ჩაინიშნა.

„მოვახერხეთ ყველა ჩვენი სატკივარისა და პრობლემის მიტანა თანათავმჯდომარეებამდე და ჟენევის მოლაპარაკებების სხვა მონაწილეებამდე. აღსანიშნავია ერთი რამე, რომ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ახალი არაფერი არ არის. საქართველოს პოზიცია კვლავ უცვლელია"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.

 ჩვენ მოვახერხეთ ჩვენს პარტნიორ ოპონენტებთან და პარტნიორებთან დაგვეწყო განხილვა იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების შესახებ. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ამ თემაზე ლაპარაკს ვიწყებდით მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი პარტნიორები ხვდებოდნენ ობსტრუქციით"- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ.

„განუყოფელი უფლებაა დევნილებისა, რომ დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. განმარტებული იქნა კიდევ ერთხელ ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობა ამ საკითხებისთვის. ჟენევის დისკუსიები არის ის ადგილი და ის ფორმატი, რომლის პასუხისმგებლობაც არის, რომ  პრაქტიკულ ჭრილში განიხილოს ეს საკითხი"- განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთი ციხელაშვილმა.

მოლაპარაკებების 25-ე რაუნდის შედეგები შეაფასეს რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმაც. მოლაპარაკებები პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა -  ასეთია რუსეთის დელეგაციის და  დე-ფაქტო ცხინვალის  წარმომადგენლების პოზიცია.

მათ აღნიშნეს, რომ მხარეების ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადება არ მიუღიათ, რაშიც დე-ფაქტო ცხინვალი და მოსკოვი ქართულ მხარეს ადანაშაულებს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ დეკემბერში ბევრი მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ შეხვედრაზე იყო ის, რომ ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები სასაზღვრო რაიონებთან შექმნილ ვითარებებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციები როგორც ყოველთვის, განსხვავებული იყო, მაგრამ შეხვედრა იყო ნაყოფიერი. ჯერ-ჯერობით ვერ შევთანხმდით იმ ფორმულირებაზე, რომლითაც  ხელი უნდა მოეწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს, მაგრამ ამ თემაზეც გაგრძელდება მუშაობა. რაც შეეხება დიცსა და დვანში განვითარებულ მოვლენებს, სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ სპეციალური ვიდეოპრეზენტაცია წარმოადგინა იმის შესახებ, რაც ადგილზე ხდება, თუ როგორ ჩადიოდნენ თბილისიდან პოლიტიკოსები, საკუთარ თავებს იღებდნენ და იგონებდნენ ხელოვნურ სიტუაციებს. სინამდვილეში კი საზღვრის მოწყობა ხდება, ამის იგნორირება და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების არაღიარება არ ესადაგება არსებულ მდგომარეობას. ადრე თუ გვიან საზღვარი მაინც უნდა დაფიქსირდეს, ასეთია დღევანდელი რეალობა"- აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

„შედგა დისკუსიები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჟენევის მოლაპარაკებების ეს რაუნდი ითვალისწინებდა. პირველ რიგში, ეს იყო ძალის გამოუყენებლობის თემა, სამწუხაროდ ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო, ჩვენ ვერ მივიღეთ ერთობლივი განცხადება, ვიმედოვნებთ რომ შემდეგი რაუნდი უფრო კონსტრუქციული იქნება. რაც შეეხება დიცსა და დვანს, იქ არაფერი არ ხდება, იქ არის ნორმალური ვითარება. ნუ ძაბავთ სიტუაციას და დააცადეთ ადგილობრივ მოსახლეობას მშვიადობიანად ცხოვრება"-განაცხადა მურატ ჯიოევმა.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016