მსოფლიო
რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ახალი იერიშები მიიტანა
07 ოქტომბერი, 2015. 14:19
„BBC"-ს ცნობით, რუსულმა ავიაციამ პროვინცია ჰამა და იდლიბი, ასევე ალეპო დაბომბა.
ავიაიერიშების პარალელურად, სირიის არმიამ სახმელეთო ოპერაცია ჩაატარა.
ადამიანის უფლებების სირიის სადამკვირვებლო საბჭოს დირექტორმა რამი აბდელ რაჰმანმა განაცხადა, რომ პირველად 30 სექტემბრის შემდეგ, რუსული ავიაციის იერიშების პარალელურად სახმელეთო ბრძოლები გაიმართა.
რუსეთმა სირიაში ავიადარტყმების მიტანა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თხოვნით დაიწყო. მოსკოვში აცხადებენ, რომ მათი მთავარი სამიზნე - „ისლამური სახელმწიფოა", თუმცა დასავლეთში ეჭვობენ, რომ სინამდვილეში რუსეთი ასადის ოპონენტების პოზიციებს ბომბავს.
სირიაში არსებული ვითარების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს ამერიკელ სამხედროებთან გამართავს.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40