reportiori.ge - „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:26
კულტურა
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ავტორი:
07 ოქტომბერი, 2015. 17:12


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 30 სექტემბრის ბრძანებით, „ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


„საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 

1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი -„ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნის ტრადიციას;

 

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

 

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე", - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აწერს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016