reportiori.ge - ედმონდ მინაშვილი: ვეტყვით მსოფლიოს, რომ გმირები გვყავდა, გვყავს და გვეყოლება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:14
კულტურა
ედმონდ მინაშვილი: ვეტყვით მსოფლიოს, რომ გმირები გვყავდა, გვყავს და გვეყოლება!
07 ოქტომბერი, 2015. 18:56


აგვისტოს ომის დროს, სოფელ შინდისში დაღუპული 17 ჯარისკაცის ისტორიაზე გადაღებულ ფილმს „ოსკარზე" წარადგენენ. როგორც „რეპორტიორს" ფილმის პროდიუსერმა ედმონდ მინაშვილმა განუცხადა, გარდა „ოსკარისა", ფილმის წარდგენა იგეგმება სხვა პრესტიჟულ კინოფესტივალებზეც.



„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოვხვდეთ „ოსკარზე". ვაპირებთ ასევე ევროპის წამყვან ფესტივალებზე კანის, ბერლინის კინოფესტივალებზე გატანას. ჩვენ ვაკმაყოფილებთ აბსოლუტურად ყველა სტანდარტს. პირობას ვდებ, ერთ დღესაც მე მოგესალმებით „ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიიდან. ჩემს მეგობარ მიშა მესხს გავეხუმრე: შენ დაიძინე, მაგრამ მე თვალს ერთხელაც არ მოვჭუტავ-მეთქი (იცინის). ზუსტად ვიცი, ჩვენ ამ ფილმით „ოსკარზე" მოვხვდებით. მხოლოდ ჩვენებაზე კი არა, ხუთეულში.

 

 

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და საჭირო ფილმი იქნება, რომელიც წერტილს დაუსვამს პროექტ „შინდისის გმირებს", ამ მართლაც დიდ პროექტს. ამით საშუალება გვეძლევა, მსოფლიოს გავაგებინოთ უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფაქტი და ყველას ვაჩვენოთ, რომ ქართველი გლეხი, ქართველი ჯარისკაცი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს და თავის მიწა-წყალს არ დათმობს. ვეტყვით მსოფლიოს, რომ გმირები გვყავდა, გვყავს და გვეყოლება!!!" - განაცხადა მინაშვილმა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016