reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა ბიჭებო, ვამაყობ ჩვენი „ბორჯღალოსნებით“ და დარწმუნებული ვარ, ამაყია თითოეული ქართველი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:47
სპორტი
ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა ბიჭებო, ვამაყობ ჩვენი „ბორჯღალოსნებით“ და დარწმუნებული ვარ, ამაყია თითოეული ქართველი!
ავტორი:
08 ოქტომბერი, 2015. 09:50


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს - „ბორჯღალოსნებს" გამარჯვებას ულოცავს და თავდადებისთვის მადლობას უხდის.


„მადლობა ბიჭებო, ამ თავდადებისთვის და გამარჯვებისთვის. გილოცავთ, ჩვენმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს! მე ვამაყობ ჩვენი ''ბორჯღალოსნებით'' და დარწმუნებული ვარ, ამაყია თითოეული ქართველი!"- აღნიშნულია პრემიერის მისალოც წერილში.


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ბოლო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.


„ბორჯღალოსნებმა" ნამიბია ანგარიშით 17:16 დაამარცხეს. მილტონ ჰეიგის გუნდმა ამ გამარჯვების შედეგად 8 ქულა მოაგროვა, რის შედეგადაც ჯგუფში სავარაუდოდ მესამე ადგილს დაიკავებს და მომდევნო მსოფლიო თასზე ავტომატურად თამაშის უფლებას მოიპოვებს.


იმ შემთხვევაში თუ ტონგა ახალ ზელანდიას 9 ოქტომბერს დაამარცხებს, ამ შემთხვევაში საქართველოს გადაასწრებს და მესამე ადგილოსანი სწორედ ის გახდება.


ქართველთაგან ქულები მამუკა გორგოძემ (ლელო), ლაშა მალაღურაძემ (ლელო) და მერაბ კვირიკაშვილმა მოაგროვეს (2 გარდასახვა, 1 ჯარიმა).



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016