reportiori.ge - „ახალგაზრდული ცენტრი“: ამ საქმესთან ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება არის გაუმართლებელი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:50
მედია
„ახალგაზრდული ცენტრი“: ამ საქმესთან ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება არის გაუმართლებელი!
08 ოქტომბერი, 2015. 12:43


„რუსთავი 2"-ის ირგვლივ შექმნილ პროცესებს „ახალგაზრდული ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩიქოვანი „რეპორტიორთან" აფასებს:


„ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება „რუსთავი 2"-ის სამართლებრივი საქმე,  გარკვეულ ჯგუფებს სურთ,  ეს სამართლებრივი დავა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ და როგორმე დააკავშირონ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელთან.

 

გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ბატონ ბიძინას ჰქონდა საკუთარი ტელევიზია „მე-9 არხი", რომელიც მან საკუთარი ინიციატივით დახურა, რადგან არ სურდა, საზოგადოებაში ყოფილიყო განცდა, რომ ის ამ არხს საკუთრი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. როგორც მან აღნიშნა, ტელევიზიის  საკუთრებაში არსებობა სამართლებრივი ფორმით კანონთან არანაირ შეუსაბამობაში არ მოდიოდა. მაგრამ პირადი აზრი იყო, რომ ქვეყნის პირველ პირს არ შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ტელევიზია, ეს მისთვის დისკომფორტის შემქმნელი იყო. სწორედ ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება და 2013 წლის 1 სექტემბერს შეაჩერა ტელეკომპანიის მაუწყებლობა. ის დღესაც იმავე პოზიციაზეა და თვლის, რომ არ შეიძლება არსებობდეს სახელისუფლებო მიკეძოებული ტელევიზია. უფრო მეტიც - ის სრულად იზიარებს აზრს, რომ ტელევიზია ეს არის დემოკრატიის არსებობისათვის ერთ-ერთი უმთვრესი წყარო. სწორედ ამიტომ თითიდან გამოწოვილია მოსაზრება, რომ თითქოს მას სურს „რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდება. დამეთანხმებით, მას გააჩნდა უდიდესი რესურსი, რომ უბრალოდ კონკურენციის ფორმით სრულად გაეძევებინა ბაზრიდან „რუსთავი 2", მაგრამ ის ასე არ მოიქცა. მისთვის მთავარი სიტყვის თავისუფლებაა, რომელიც დამოუკიდებელი მასმედიის გარეშე წარმოუდგენელია.

 

მიგვაჩნია, რომ ამ საქმესთან ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება არის გაუმართლებელი, რაც ემსახურება კონკრეტულად მის დისკრედიტაციას და საქართველოს იმიჯის შელახვას საერთაშორისო ასპარეზზე.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „რუსთავი 2"-ს და მის მომხრეებს, ნუ ცდილობთ, ჩაერიოთ სასამართლოს საქმეებში, მის დამოუკიდებლობაში. პატივი ვცეთ სახელმწიფოს მთავარ სამართლებრივ ორგანოს და შევწყვიტოთ მასზე ზეწოლა, რადგან როგორც დემოკრატია არ არსებობს თავისუფალი სიტყვის გარეშე, ასევე სახელმწიფოს არსებობა შეუძლებელია დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე. თქვენ კი სწორედ მისი დამოუკიდებლობის დაკარგვა გსურთ", - აცხადებს გიორგი ჩიქოვანი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016