ბათუმთან ახლოს, სალიბაურის წმინდა სამების სამონასტრო კომპლექსი საზეიმოდ დღეს გაიხსნება.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, სამონასტრო კომპლექსი გუშინ საღამოს ლოცვის მსახურების დაწყებამდე ეკურთხა. ტაძრის კურთხევა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მღვდელმთავრებთან ერთად შეასრულა. ტაძრის გარშემო ყოვლადწმინდა სამების ხატით ლიტანიობაც გაიმართა. შემდეგ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამონასტრო კომპლექსში დღეს, 14:00 საათზე მიბრძანდება და პარაკლისს გადაიხდის.
სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას 2002 წლის 7 სექტემბერს ჩაეყარა საფუძველი.
სამონასტრო კომპლექსი ორი ტაძრისგან შედგება. იგი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის შალვა ბრეუსის შემოწირულობით აშენდა.