reportiori.ge - გიორგი კანაშვილი: დიცში სახლებიდან ოსი მარადიორები ნივთებს იპარავენ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:06
კონფლიქტები
გიორგი კანაშვილი: დიცში სახლებიდან ოსი მარადიორები ნივთებს იპარავენ...
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 15:31

„კავკასიური სახლის" ინიციატივით, საქართველოში ქართულ-რუსული დიალოგი მიმდინარეობს. დიალოგში მონაწილეობენ რუსი ჟურნალისტები, ანალიტიკოსები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. როგორც რეპორტიორს" „კავკასიურის სახლის" აღმასრულებლმა დირექტორმა, გიორგი კანაშვილმა განუცხადა, მხარეები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

ახლახანს ჩამოვედით დიცში. მანამდე ხურვალეთში ვიყავით. ადგილზე გავეცანით ვითარებას, მოსახლეობის პრობლემებს. რუს სტუმრებთან ერთად დავათვალიერეთ სად და როგორ გადის საოკუპაციო ზონა, გავეცანით ვითარებას, თუ რა უარყოფითი  შედეგები მოაქვს ამ ყველაფერს. არსებული სიტუაცია რეგიონში ბევრი ოჯახის ცხოვრებაზე მწვავედ მოქმედებს. ახლა დიცში ვართ და კონფლიქტის ზონაში ჩვენი ვიზიტი უკვე მთავრდება. ვნახეთ  დამწვარი სახლებიც. როგორც მოსახლეობისგან შევიტყვეთ, ზოგიერთი სახლიდან ოსი მარადიორები სხვადასხვა ნივთებს იპარავენ", -აღნიშნა გიორგი კანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა  განაცხადეს, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე, აქ არსებულ ვითარებაზე გარკვეულ ინფორმაციებს ფლობდნენ, თუმცა აღნიშნეს, რომ რუსული მედია-საშუალებებით კონფლიქტის ზონაში შექმნილი მდგომარეობა საკმაოდ მწირად შუქდება.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი არანაირ ნორმებში არ ჯდება და რომ აუცილებლად უნდა იყოს უბრალო მოსახლეობის ბედი გათვალისწინებული",- განაცხადა კანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „კავკასიურმა სახლმა", მოსკოვის "კარნეგის ცენტრის" პარტნიორობით  უკვე მეცხრე შეხვედრა გამართა. პროექტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტების მოგვარების ფონდი აფინანსებს. 


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016