reportiori.ge - სტიქია აჭარაში - ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:39
რეგიონები
სტიქია აჭარაში - ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები
ავტორი:
08 ოქტომბერი, 2015. 11:21


ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში ქუჩები და სახლები დაიტბორა. სტიქიის ადგილზე მაშველები გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ჩავიდნენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ქუჩებში წყლის დონე მაღალია.


ძლიერმა წვიმამ დატბორა მაღალი ძაბვის ქვესადგური „ქობულეთი", რამაც განაპირობა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა 14 000-მდე აბონენტისთვის ქობულეთში და მის მიმდებარე სოფლებში. „ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები, სტიქიის გამო გათიშული აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღდგენისთვის, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.


ამას გარდა, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით დაახლოებით 3-კილომეტრიანი საცობია. ბობოყვათიდან მდინარე კინტრიშის ხიდამდე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.


საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გზა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური გზა დატბორა. სამაშველო სამსახურები და მძიმე ტექნიკა გზებზე ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანის სამუშაოებს ახორციელებენ.


სტიქიის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები. ასევე ჩართულები არიან დამხმარე ძალა, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს განყოფილების მეხანძრე-მაშველები.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016