რეგიონები
ქობულეთის სოფლებში მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებაა
08 ოქტომბერი, 2015. 13:29
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ მუხაესტატეში მეწყერი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩამოწვა, თუმცა სახლს ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება.
გამგეობის ცნობით, მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ ლეღვაში, გვარაში, კონდითში, გოგმაჩაურში, ზენითში, აჭყვისთავსა და ცეცხლაურში.
არსებული ინფორმაციით, დაიმეწყრა სოფლებამდე მისასვლელი გზები, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება რამდენიმე სოფელში შეფერხებული, ზოგან კი შეუძლებელი.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57