reportiori.ge - „რკინის თეატრი“ - ბუდაპეშტის პირველ ნომერში ახალი თეატრალური სივრცე, ახალი სახეებით ფუნქციონირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:03
კულტურა
„რკინის თეატრი“ - ბუდაპეშტის პირველ ნომერში ახალი თეატრალური სივრცე, ახალი სახეებით ფუნქციონირებს
ავტორი:
08 ოქტომბერი, 2015. 17:05


ბუდაპეშტის(ფანჯიკიძის) ქუჩის პირველ ნომერში  არსებობა დაიწყო (უკვე ერთი წელია) უნივერსალური შესაძლებლობების მქონე ახალმა თეატრალურმა სივრცემ, გამორჩეული ექსტერიერით და ახალი სახეებით. „რკინის თეატრის"  დასს შეადგენენ ძირითადად ახალგაზრდები.


„რკინის თეატრი" არის ახალი კულტურული კერა ძალიან საინტერესო არქიტექტურული ნაგებობით, რომლის ანალოგიც თბილისში(და არამარტო) არ არის. თეატრის კონსტრუქციულ ნაწილში გამოყენებულია 100 ტონამდე რკინა, რაც ერთობ არაორდინარულს და მიმზიდველს ხდის მას.


თეატრის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის  პრემიების ლაურეატი დავით ანდღულაძე.


„რკინის თეატრი"  რეჟისორმა დავით ანდღულაძემ ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად 2011 წელს ჩამოაყალიბა. თეატრის პირველი სპექტაკლი „სულ სხვა ოპერა", ბრეხტის მოტივებზე, ქუჩაში, ღია ცის ქვეშ თამაშდებოდა. „სულ სხვა ოპერა" წარმატებული ექსპერიმენტი აღმოჩნდა და დღემდე რჩება თეატრის რეპერტუარში. თეატრი იმთავითვე ეძებს განსხვავებულ თეატრალურ ენას მაყურებელთან შესახვედრად. ორიენტირებულია ახალი, ნოვატორული გამომსახველობითი ხერხების აღმოჩენაზე. მიმართავს თამამ ექსპერიმენტებს, რაც ხშირად ბადებს საინტერესო თეატრალურ ესთეტიკას. 2014  წლის  7 ივნისს „რკინის თეატრის"  ახალი შენობა გაიხსნა, რომელმაც ყურადღება მიიქცია თავისი უჩვეულო კოსტრუქციითა და სივრცის გადაწყვეტის არაორდინარული შესაძლებლობებით.  მშენებლობა დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.


რკინის თეატრში დრამატული სპექტაკლების პარალელურად ფუნქციონირებს ტელეთეატრი სახელწოდებით „TT".


მიუხედავად თეატრის „ჩვილი ასაკისა", იგი მონაწილეა რამოდენიმე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა. მათ შორის 2015 წლის მაისში მონაწილეობდა თურქეთის, ტრაბზონის შავი ზღვის მე-16 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში.


თეატრის რეპერტუარში უკვე ორი სპექტაკლია: „სულ სხვა ოპერა" და „ფერმა", რომელთაც მთელი ოქტომბრის თვის განმავლობაში იხილავს მაყურებელი. სულ მალე თეატრი მაყურებელს წარუდგენს პრემიერას „სამანიშვილის დედინაცვალი".


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016