reportiori.ge - გიორგი გვიმრაძე მედიაში გაჩენილ კითხვებს პასუხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:08
მედია
გიორგი გვიმრაძე მედიაში გაჩენილ კითხვებს პასუხობს
ავტორი:
09 ოქტომბერი, 2015. 14:30


„მინდა, პასუხი გავცე საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს", - ასე დაიწყოპირველი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი გვიმრაძემ სპეციალური ბრიფინგი, რომელიც ბოლო პერიოდში მისი მისამართით გაჟღერებულ კითხვებთან დაკავშირებით გამართა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გვიმრაძე ევრაზიული არჩევანის ლიდერთან არჩილ ჭყოიძესთან ერთად სომხეთში ევრაზიული კავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. გვიმრაძის განმარტებით, ის ბოლო წლების განმავლობაში დაკავებული იყო ანალიტიკური საქმიანობით და მას ხშირად უხდებოდა სხვადასხვა პოზიციის მქონე, ზოგჯერ მისთვის მიუღებელი პოზიციის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა. 


„მინდა, გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში დაკავებული ვიყავი ანალიტიკური საქმიანობით სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრში, რაც გულისხმობდა იმას, რომ მიწევდა და ვმონაწილეობდი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებში. ურთიერთობა მქონდა სხვადასხვა პოზიციის, ზოგჯერ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი პოზიციის ადამიანებთან. დიახ, ვმონაწილეობდი სომხეთში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ პროექტებს და ჩემი მოხსენება ხაზგასმით ეხებოდა ევროპული არჩევანის უალტერნატივობას. მეორე, რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ამ ფორმაციის რუსეთის ფედერაციასთან, მე მგონია, რომ საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგება არის შეუძლებელი. თუმცა, ვადასტურებ, რომ ახალგაზრდული, სამოქალაქო დიალოგის პროცესებში ვიყავი ჩართული და დიალოგი არის შესაძლებლობა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ნეიტრალიზება მოხერხდეს. და ბოლოს, ასევე მინდა გითხრათ, ჩვენ გვაქვს გაფორმებული ურთიერთობა ბრიტანეთში დაფუძნებულ საკონსულტაციო ორგანიზაციასთან, რომელიც 26 ოქტომბერს ჩამოვა საქართველოში და ჩვენ დავიწყებთ ევროპული ტიპის, ინტეგრირებული, მულტიმედიური საინფორმაციო სამსახურის ჩამოყალიბებას, რაც მოგვცემს უფრო მეტად მიუკერძოებელი და ობიექტური საინფორმაციო საქმიანობის წარმოების გარანტიას", - განაცხადა გიორგი გვიმრაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016