reportiori.ge - რუსეთთან უსიყვარულოდ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 12:28
მსოფლიო
რუსეთთან უსიყვარულოდ
ავტორი:
09 ოქტომბერი, 2015. 16:22


პოლიტოლოგ დმიტრი საიმსს ეჭვი ეპარება, რომ დღევანდელ ვითარებაში რუსეთისა და აშშ კავშირი შესაძლებელია.


გასული კვირის მოვლენები: გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის დრამატული გამოსვლა, მისი შეხვედრა ბარაქ ობამასთან და რა თქმა უნდა, სირიაში რუსეთის ავიაციის ქმედებები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ - რუსული ძალის დიპლომატიის შთამბეჭდავი გამოვლინება გახლდათ. ჯერ ბოლომდე გაუგებარია, რას მოიცავს ასეთი დიპლომატია.


დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსული დიპლომატია სამ პრინციპზეა დაფუძნებული: პირველი - რუსეთი ჯერ კიდევ ეძებს აშშ-სთან ერთობლივი ქმედებების არეალს. მეორე - რუსეთი არ აპირებს ამერიკის საგარეო პოლიტიკასთან მორგებას და მესამე: ვაშინგტონისა და ბრიუსელის ყველა მცედლობა, სანქციებისა და იზოლაციის მეშვეობით გავლენა მოეხდინათ მოსკოვის პოლიტიკაზე, მარცხით დასრულდა.


ზოგი რუსი კომენტატორი, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს ობამა-პუტინისა და ქერი-ლავროვის საკმაოდ ცივილიზებულ შეხვედრებს, ფიქრობს, რომ ეს რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიის ახალი ფურცელია და ამის დასტურად მოჰყავთ სამხედრო უწყებებს შორის მოლაპარაკებების დაწყებაზე ამერიკის მზაობა, რომელიც უკრაინის კონფლიქტის შემდეგ შეჩერებული იყო.


თუმცა, ასეთ ოპტიმიზმის საფუძველი ძალზე მყიფეა. რუსეთსა და დასავლეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა სირიისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ სიუჟეტებს გარეთ უნდა ვეძებოთ - იგი განპირობებულია დღევანდელი მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტალური ბუნებით.


ვაშინგტონში ჩამოყალიბებული პოზიციით რუსეთის ქმედებები სირიაში არაკონსტრუქციულია, ხოლო უკრაინაში - საშიში. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, რუსეთი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ცივი ომის წაგებით სერიოზული ეკონომიკური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ დასავლური ტიპის დემოკრატიის მშენებლობის უნარი არ აღმოაჩნდა და რეალური მოკავშირეების გარეშე დარჩა. როდესაც ასეთი ტიპის სახელმწიფო უპირისპირდება გაერთიანებულ ძალას, დასავლეთის პოლიტიკური ელიტის აზრით, ენთუზიაზმით უნდა მიიღოს ამ ძალის მოთხოვნები.


„ვინც ამ პოზიციას იზიარებს, მიიჩნევს, რომ ელცინის დროინდელმა რუსეთმა სცადა დასავლეთის დიდ სახელმწიფოთა კლუბში გაწევრიანება და თითქოს ევროპაც მზად იყო, მიეღო რუსეთი და თვალი დაეხუჭა მთელ რიგ ნაკლოვანებებზე, თუმცა ახლა რუსეთი არამარტო უარს ამბობს ამ კლუბის წესებით თამაშზე, არამედ ცდილობს, მსოფლიო აამხედროს ცივ ომში გამარჯვებულთა ძალისხმევით შექმნილი საერთაშორისო სისტემის წინააღმდეგ",- ამბობს დმიტრი საიმსი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016