reportiori.ge - ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ტუნისურ ორგანიზაციას მიენიჭა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 12:23
მსოფლიო
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ტუნისურ ორგანიზაციას მიენიჭა
ავტორი:
09 ოქტომბერი, 2015. 21:02



კიდევ ერთი ნობელიანტი. მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ტუნისურ ორგანიზაციას მიენიჭა. ორგანიზაცია "ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტმა" პრემია 2011 წლის ჟასმინის რევოლუციის შემდგომ პლურალისტური დემოკრატიის შექმნაში გადამწყვეტი კონტრიბუციისთვის მიიღო. როგორც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კომიტეტის პრეს-რელიზშია ნათქვამი, "კვარტეტის" საქმიანობის შედეგად მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის დაწყება გახდა შესაძლებელი.


 პრემიის მინიჭების საზეიმო ღონისძიება ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 10 დეკემბერს გაიმართება. ნობელიანტი ორგანიზაცია 2013 წელს ტუნისში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარების გაურესების დროს შეიქმნა.


წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიისთვის 270 კანდიდატი იბრძოდა. ფავორიტებად გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, რუსული ოპოზიციური გამოცემა "ნოვაია გაზეტა", აშშ-ის სპეც-სამსახურების ყოფილი თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი და რომის პაპი ფრანცისკე მიიჩნეოდნენ.  


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016