reportiori.ge - გიორგი უძილაური: მშურს ივანიშვილის - ამდენი ტალახისა და ლანძღვის შემდეგ ისევ არ იშლის სიკეთის კეთებას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:02
მთავარი თემა
გიორგი უძილაური: მშურს ივანიშვილის - ამდენი ტალახისა და ლანძღვის შემდეგ ისევ არ იშლის სიკეთის კეთებას!
ავტორი:
10 ოქტომბერი, 2015. 04:34

„გუშინ დედაჩემს უთხრეს, რომ მისი ჩ ჰეპატიტის ვირუსი განადგურებულია. საქართველო მსოფლიოში თითქმის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სახელმწიფომ ომი გამოუცხადა ცე ჰეპატიტს და უახლოეს წლებში ამ მკვლელ ვირუსს საბოლოოდ დაამარცხებს. და ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა", - განცხადებას ჟურნალისტი და პუბლიცისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

 

„დღეს ფაქტიურად გამოცხადდა მეორე ომი, ამჯერად ონკოლოგიის წინააღმდეგ. დღეს შედგა ადრონული თერაპიის მეგაპროექტის კომისიის სხდომა. ამ პროექტსაც ნახევარი მილიარდი დოლარით აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი. რა არის ადრონული თერაპია: ეს არის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც 10-ჯერ უფრო ეფექტურია დასხივებაზე და ითხოვს 7-ჯერ უფრო ნაკლებ სეანსებს. ამ ტერაპიის ეფექტურობა აღწევს 80-90%-ს! და რაც მთავრია, ამ ტექნოლოგიით დასხივებისას იშლება მხოლოდ სიმსივნური ქსოვილები და არ ზიანდება ჯანმრთელი უჯრედები. პრაქტიკულად ეს ტექნოლოგია მიეკუთვნება "ბირთვულ მედიცინას", რომლის განვითარებაზეც მუშაობს ევროპის ბირთვულ კვლევათა ცენტრი. დღეს მსოფლიოში ამგვარი ცენტრები არსებობს გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იტალიასა და იაპონიაში. საქართველოს გარდა, უახლოეს მომავალში ასეთი ცენტრები ექნება ჩინეთს,შვედეთს და ბელგიას. ვისაც უნდა, და რაც უნდა ის ილაპარაკოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. როგორც უნდათ აკრიტიკონ, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი - ამ გამკრიტიკებელთა შორის იქნებიან ის ადამიანებიც, ვისაც კრიტიკა შეუძლია არა მხოლოდ იმიტომ რომ კრიტიკისთვის აღარ კლავენ და აღარ იჭერენ, არამედ იმიტომაც რომ კრიტიკის გამოსახატად ის ადამიანები დღემდე ცოცხლები და ჯანმრთელები არიან კრიტიკის ობიექტი ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციებით ყველაზე მნიშვნელოვანში _ ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობაში, სიცოცხლესა და თავისუფლებაში. მშურს ივანიშვილის, არა იმიტომ რომ მდიდარია. იმიტომ, რომ ამხელა სიკეთის სამაგიეროდ მიღებული ამდენი ტალახისა და ლანძღვის შემდეგ ისევ არ იშლის სიკეთის კეთებას და ხალხზე, მათ შორის მის მლანძღველებზე ზრუნვას", - წერს უძილაური.

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016