მსოფლიო
ანკარაში მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა
10 ოქტომბერი, 2015. 12:48
თურქული სააგენტო „Dogan"-ის ცნობით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი 2 აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა.
2 ძლიერი აფეთქება ანკარას რკინიგზის სადგურის რაიონში მოხდა. მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები მაშინ აფეთქდა, როცა რაიონში აქტივისტები მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის მისაღებად იკრიბებოდნენ.
„CNN turk"-ის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების უამრავი მანქანა. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობები დააზიანა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40