reportiori.ge - ნიკოლოზ ბარათაშვილის დედის სამდურავი გრიგოლ ორბელიანისადმი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 05:12
სხვადასხვა
ნიკოლოზ ბარათაშვილის დედის სამდურავი გრიგოლ ორბელიანისადმი
ავტორი:
10 ოქტომბერი, 2015. 22:45


ცნობილი ქტართველი რომანტიკოსი ნიკოლოზ ბარათაშვილის დედა ეფემია ორბელიანი-ბარათაშვილისა, საკუთარ ძმას გრიგოლ ორბელიანს, მეორე ძმასთან ზაქარია ორბელიანთან მიმოწერის დროს, უყურადღებობაში ადანაშაულებდა.


იმ დროისთვის გრიგოლ ორბელიანი რუსეთში იმყოფებოდა:


„ჩემო სიცოცხლევ ძმაო ზაქარიავ! მომილოცავს ხელმწიფოს მოწყალება - პოლკოვნიკობა, ღმერთმა ინებოს ღენერლობაც მოგილოცოთ.


ახლა ერთი სიტყვით მოგახსენებ. დიდი ამბები გადამხდა ჩემი ქალის გათხოვებაზედ, ღვთის მოწყალებით კარგი მზითევი მივეცით, რაც ჩემისთანას თავადის შვილს შეეფერებოდა. ასი თუმნის თამასუქი გამოვართვი ერთი წლის ვადით, მაგრამ ძმაო, თუ ეს სამასუქი არ ყოფილიყო, საქმე ავათ მიდიოდა.


ძმაო, ჩემო სიცოცხლევ, ასეთ დროს მომივიდა შენგან ფული, შენმა სიცოცხლემ ის ოცი თუმანი ასი თუმნის ალაგას მოვიხმარე. ზაქარიავ, მაინც შენ ხარ ჩემი სიცოცხლე, ღმერთმა ნუ მომაკლოს შენი სიცოცხლე. ძმაო ზაქარივა, გრიგოლმა ასე დამივიწყა, რაც წასულა ერთის წიგნით არ გავხსენებივარ, შენმა სიცოცხლემ ერთჯერაც მივწერე წიგნი, არც ერთხელ არ მახსენა. მართლაც ბევრ საქმეში იქნება, მაგრამ ხანდახან ჩვენც უნდა მოვაგონდეთ, ქალაქი სამსეა იმის მიწერილი წიგნებით. იცოცხლე ძმაო, ქვეყანაზე ბედნიერად იავით, მე ამის მეტი არა მინდა რა, სხვა ჩვენი ამბავი რაღა მოგწეროთ, ვართ ცოცხლები" - ნათქვამია ბარათაშვილის დედის ეფემიას წერილში . (1844, 15 სექტემბერი). (სტილი დაცულია)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016