„პრემიერი რეალურად მიდის არა პოლიტიკიდან, არამედ თანამდებობიდან", - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა რადიო "პალიტრის" ეთერში განაცხადა. "პრემიერ-მინისტრის მანდატი ოთხი წლით გაცემული არ ყოფილა, მანამდე თქვა ივანიშვილმა, რომ ის წავიდოდა. რეალურად ყველაზე დიდწონიანი ფიგურა სტატუსურად ჩვეულებრივი მოქალაქე ხდება"-აღნიშნა მარგველაშვილმა. მისი თქმით, პრემიერის ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. "ის მიდის მმართველობიდან, მაგრამ რატომ გვგონია, რომ მთავარია თანამდებობის პირები? რა არის მთავარი სახელმწიფოში, საქართველოში, რომელსაც რამდენიმე ათეული საუკუნის ისტორია გააჩნია და რომელსაც ხშირად სახელმწიფოებრიობა არ ჰქონდა? ქართულმა საზოგადოებამ ბევრი დარტყმა გადაიტანა. ყველაზე მეტად რაც გააძლიერებს ამ ქვეყანას და შექმნის სტაბილურობას, ეს ძლიერი საზოგადოებაა. ყველაზე მეტი ძალაუფლება ხალხს სჭირდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.