reportiori.ge - ვლადიმირ პუტინი: რუსეთის საგარეო პოლიტიკა მშვიდობისმოყვარეა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:20
მსოფლიო
ვლადიმირ პუტინი: რუსეთის საგარეო პოლიტიკა მშვიდობისმოყვარეა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე!
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2015. 21:52



რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიაში სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი დაასახელა. ტელეკომპანია რასიასთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ამოცანა სირიაში კანონიერი ხელისუფლების სტაბილიზაცია და პოლიტიკური კომპრომისის მოსაძებნად პირობების შექმნაა.


ინტერვიუს დროს ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლოა მაღალტექნოლოგიური იარაღიც გამოიყენოს.


"რუსეთის საგარეო პოლიტიკა მშვიდობისმოყვარეა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. თუ შევხედავთ მსოფლიო რუკას და იმას, რას წარმოადგენს რუსეთი, ცხადი ხდება, რომ ჩვენ არ გვჭირდება სხვა ტერიტორიები ან სხვა ბუნებრივი სიმდიდრე. რუსეთს საკმარისი აქვს ყველაფერი. ჩვენ არ გვჭირდება ვინმესთან ომი ან კონფლიქტი. არ გვაქვს არანაირი სურვილი თავიდან შევქმნათ იმპერია, აღვადგინოთ საბჭოთა კავშირი, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ რუსეთის სუვერენიტეტი. რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვაკეთებდით და კვლავ გავაკეთებთ,"- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016