მსოფლიო
ბარაქ ობამა: სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია აშშ-სთვის მოულოდნელი არ ყოფილა
12 ოქტომბერი, 2015. 11:14
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ტელეკომპანია „CBS"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია აშშ-სთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჩვენ კარგი დაზვერვა გვყავს. ვიცოდით, რომ პუტინი ასადისთვის სამხედრო დახმარების გაწევას აპირებდა, რადგან სირიის რეჟიმის დამხობის ეშინოდა", - განაცხადა ბარაქ ობამამ.
აშშ-ის პრეზიდენტმა სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია გააკრიტიკა. ობამას მოსაზრებით, სირიაში კონფლიქტი მხოლოდ პოლიტიკური გზით მოგვარდება. ობამამ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი სირიასა და ერაყში სახმელეთო ძალების გაგზავნას არ აპირებს, თუმცა, „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართულ საჰაერო ოპერაციას კვლავ გააგრძელებს.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40