reportiori.ge - 12 ოქტომბერს მეუფე თადეოზის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:59
რელიგია
12 ოქტომბერს მეუფე თადეოზის დაბადების დღეა
ავტორი:
12 ოქტომბერი, 2015. 13:21

12 ოქტომბერს მიტროპოლიტ თადეოზის დაბადების დღეა. ის 69 წლის გახდებოდა.


მეუფე თადეოზის დაბადების დღესთან დაკავშირებით მცირე გახსენება მის ხორციელ შვილს, მარიამ იორამაშვილს ვთხოვე:


- დიდება და მადლობა უფალს, რომ 69 წლის წინ დედამიწაზე მოგვივლინა სიტყვით და საქმით სიყვარულისა და სიკეთის მქადაგებელი, ღვთიური კაცი - მეუფე თადეოზი... მაპატიეთ, რომ მამაზე ასე ვსაუბრობ და ცოტა მერიდება, ზედმეტი ქება არ გამომივიდეს, თუმცა, სხვანაირად ვერ ვიხსენებ. არ არსებობდა ადამიანი, რომ  მეუფე თადეოზი სცნობოდა და არ ჰყვარებოდა იგი, მისი ბავშვივით უბოროტო, კეთილი, სიყვარულით და მადლით სავსე გული, რომელიც მხოლოდ სხვისთვის სიხარულის მინიჭებისა და დახმარების ფიქრში იყო. მხოლოდ 68 წელს ალამაზებდა ამ სამყაროს ფიზიკური არსებობით...  თუმცა, დღესაც ხშირად გვაგრძნობინებს სულის უკვდავებას, გვეფერება და ზრუნავს ზეციდან... ზეციურ საქართველოში გილოცავ დაბადებიდან 69 წლის იუბილეს, ჩემო უტკბილესო მამა... მადლიანო მეუფეო...


განსაკუთრებულ დღეებში განსაკუთრებულად მტკივა, რომ ვერ გხედავ... ვერ გეხუტები... თუმცა, ვგრძნობ... ვგრძნობ შენი სულის სიახლოვეს ისე, როგორც არასდროს... როცა ძალიან გამიჭირდება უშენობა, შენს ტკბილ ლექსებს, დალოცვას და საუბარს ვიხსენებ, რომელიც რწმენით მივსებს გულს და მწამს, რომ უფალთან ხარ, რომ არ გამქრალხარ, მიწასთან არ შერწყმულა შენი სული. შენ უკვდავების რწმენა ჩაგვინერგე - სულის უკვდავების - და ახლა შენი სულის უკვდავებას ყოველდღე გვაგრძნობინებ. მოულოდნელი სიკეთით და სიხარულით კეთილი ადამიანების მეშვეობით ისევ ჩვენთან ხარ.


დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო განსაკუთრებულო ადამიანო, უფლის რჩეულო. უსაზღვრო სიყვარულის მადლის მატარებელო, თავმდაბლობით გამორჩეულო, მეუფეო!


მოგვიხსენე უფალთან..




წყარო: karibche.ambebi.ge, თეა ცაგურიშვილი

 


ამას გარდა, მიტროპოლიტის ოფიციალურ facebook-გვერდზე განცხადებაშია ნათქვამი, მეუფე თადეოზის ხსოვნის საღამოზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილმის ჩვენება გაიმართება:


„12 ოქტომბერს მეუფე თადეოზის დაბადებიდან 69 წელი სრულდება... წელს პირველად ვხვდებით მის გარეშე ამ თარიღს... გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით, ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელის" (მ. ხარხელაური, გ. ფარეშიშვილი) და „მიტროპოლიტი თადეოზის სახელობის ფონდის" (მ. იორამაშვილი) ორგანიზებით, მეუფე თადეოზის ხსოვნის საღამოზე გაიმართება ფილმის ჩვენება სახელწოდებით - „და გათავდება ყველა ტკივილი" (ავტ. თამარ თაგვაძე) .

 

ფილმის ჩვენება 12 ოქტომბერს, 16.00 საათზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწყობა, იქ, სადაც მეუფემ სტუდენტობა გაატარა.

 

ასევე, გამოიფინება გამოუქვეყნებელი ხელნაწერები და პირადი წერილები... დასწრება თავისუფალია.

 

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სიყვარულის და უბრალოების მღვდელმთავარი. გელოდებით, 12 ოქტომბერს - მეუფე თადეოზის დაბადების დღეა..." - ნათქვამია განცხადებაში.



მეუფე თადეოზი 2015 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა. 


ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016