reportiori.ge - როგორ მოვუაროთ ბარაქის ხეს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:09
სხვადასხვა
როგორ მოვუაროთ ბარაქის ხეს?
ავტორი:
28 ნოემბერი, 2015. 18:48


ბევრმა, ვისაც ეს მცენარე სახლში აქვს, არ იცის მისი ისტორია და შესაძლოა არც ის, თუ როგორი მოვლა სჭირდება მას.


ფულის ხე


ამბობენ, რომ კრასულას, ანუ ბარაქის ხეს დიდი ფინანსური წარმატება მოაქვს იმ ოჯახისთვის, რომელშიც ის ხარობს. ამიტომ უამრავ ოჯახში მას თავს ევლებიან და ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ გაიხაროს. თუმცა მისი მოვლა არც ისე ადვილია. ვნახოთ, მართლა შეუძლია თუ არა მას ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და როგორ უნდა მოვუაროთ მას.


კრასულას საიდუმლოებანი


არაერთმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ფულის ხე ამართლებს სახელს და სადაც ის ხარობს, ოჯახიც ფინანსურად გამართულია. იმისთვის, რომ თქვენც გაგიმართლოთ, აუცილებელია, ეს მცენარე მოიპაროთ, თუნდაც მისი ერთი ფოთოლი. სწორედ მოპარულ და არა ნაყიდ ან ნაჩუქარ კრასულას მოაქვს სიუხვე. ბარაქის ხის გამრავლება ფოთლითაც შესაძლებელია: მოათავსეთ მიწაში და ის დაფესვიანდება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილი - უმჯობესია, თუ მცენარეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფანჯარაზე მოათავსებთ.


კრასულას ძალიან უყვარს ყურადღება და მოფერება. კარგია, თუ მას წითელ ბაფთას შეაბამთ, ეს მას ახალისებს და ალამაზებს. იმისთვის, რომ მცენარემ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს გავლენა ფინანსებზე, ქოთანში დამარხეთ ხურდა ფული. ახალი წლის ღამისთვის კრასულა მორთეთ მონეტებით, თუნდაც შოკოლადის ფულებით.


აბა, წარმოიდგინეთ, რა ლამაზი იქნება წითელ-ყვითელი ბაფთებით და მონეტებით მორთული ფულის ხე! ხე შეგიძლიათ ვერცხლის ნივთებითაც მორთოთ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს მას ძალიან უყვარს.


როგორ მოვუაროთ მას?


როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრასულას გამრავლება ფოთლითაც შეიძლება, ის მიწაში ჩადეთ, დააფარეთ ჭიქა ან მინის ნებისმიერი ჭურჭელი, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ დროდადრო მისი განიავება. მცენარის სამშობლოა აფრიკის სავანა, სწორედ ამიტომ მას სითბო უყვარს, ზაფხულში ფულის ხე ყველაზე უკეთ გრძნობს თავს. შეეცადეთ, სითბოში ამყოფოთ. ხშირად არ გადარგოთ, მიწაში შეურიეთ თიხა და სილა. არ დაასხათ ძალიან ბევრი წყალი.


ჯანმრთელი კრასულას ფოთლები უნდა იყოს სქელი და მრგვალი, თუ ასე არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე თავს კარგად ვერ გრძნობს და სასწრაფოდ უნდა მიხედოთ.


ფულის ხე დიდხანს ცოცხლობს.

 

მიენდეთ ფულის ხეს, მოუარეთ, მორთეთ და თუ მან გაიხარა და მითუმეტეს, აყვავდა (ძალიან იშვიათად ყვავის), თქვენი ფინანსური მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება.


ეს საინტერესოა!


ნიუ-ჯერსიში 10 თვის მანძილზე მიმდინარეობდა გამოკითხვა. დამკვირვებლები იკვლევდნენ, თუ რა კავშირშია ადამიანის ემოციასთან ყვავილები. დადგინდა, რომ მათ შეუძლიათ ადამიანის ხასიათზე მოყვანა, აგრეთვე ნერვული სტრესის მოხსნა. ყვავილების უმეტესობა დადებითი ენერგეტიკის მატარებელია და ეს ადამიანსაც გადაეცემა.




წყარო: lady.mcvane.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016