reportiori.ge - გოჩა თევდორაძე: საგარეჯოს პოლიციის უფროსი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში უხეშად ერეოდა, თანამდებობიდან გათავისუფლებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:19
პოლიტიკა
გოჩა თევდორაძე: საგარეჯოს პოლიციის უფროსი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში უხეშად ერეოდა, თანამდებობიდან გათავისუფლებულია
12 ოქტომბერი, 2015. 21:14


სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საგარეჯოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. სხდომის დასრულების შემდეგ, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის" მიერ დასმული საკითხები დღის წესრიგში დადგა და გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული. თევდორაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია ის, რომ საგარეჯოს პოლიციის უფროსი დავით ჭიაბერაშვილი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში უხეშად ერეოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს:


„უწყებათაშორის კომისიაზე განხილული იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის ის საკითხები, რაც „პატრიოტთა ალიანსმა" სხვადასხვა დროს წამოჭრა. ქალბატონ ირმა ინაშვილს წერილიც ჰქონდა გაგზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად და უხეშად ერეოდა საგარეჯოს პოლიციის უფროსი დავით ჭიაბერაშვილი. ამ საკითხთან დაკავშირებით დღესაც ვისაუბრეთ და მსჯელობის დროს, შს სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც ამავდროულად არის უწყებათაშორისი კომისიის წევრი, განაცხადა - პოლიციელი, რომელზეც საუბრობდა „პატრიოტთა ალიანსი", თანამდებობიდან გათავისუფლებულია. უწყებათაშორის კომისიაზე ზუსტად ასე ითქვა - თქვენს მიერ დაყენებული საკითხების შემოწმების საჭიროება არ არსებობს და პოლიციელი, რომელიც ერეოდა საარჩევნო პროცესებში, თანამდებობიდან გავათავისუფლეთ.

 

ამ პოლიციელის შესახებ ქალბატონ ირმას არაერთხელ უსაუბრია. როგორც ირკვევა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სხვადასხვა პროვოკაციას თავად პოლიცია აწყობდა.

 

ამის გარდა, უწყებათაშორის კომისიაზე დავსვით სხვა საკითხებიც - რეინჯერებზე, სატყეოს წარმომადგენლებზე, ექიმებზე, საარჩევნო კამპანიაში არასწორად ჩარევის შესახებ. ამის შემდეგ, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დარღვევები, რომელიც არსებობდა, აღარ უნდა განმეორდეს. რეკომენდაციები მიეცა ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სამინისტროებს", - განაცხადა თევდორაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.


თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა იუსტიციის სახლში გაიმართა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016