reportiori.ge - NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუცია მიიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:15
მსოფლიო
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუცია მიიღო
ავტორი:
13 ოქტომბერი, 2015. 10:27


NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში სახელწოდებით „სოლიდარობა უკრაინას" ასამბლეის მონაწილეები დაჟინებით მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ხელისუფლებას, გააორმაგონ ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად.



„დოიჩე ველეს" ცნობით, საუბარია არა მხოლოდ ფინანსურ-ეკონომიკურ დახმარებაზე, არამედ დიპლომატიურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზეც.



რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთზე პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელებისკენ, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს და არ დაამტკიცებს, რომ მზად არის, საერთაშორისო სამართლის ნორმები შეასრულოს, ასევე, ვიდრე „არ შეწყვეტს ოკუპაციას უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმშიც".



NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს უკრაინელ პოლიტიკოსებს, უფრო აქტიურად იმუშაონ ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობისთვის და მაღალი სტანდარტები დააწესონ პოლიტიკური, ეკონომიკური და სასამართლო მართვის საკითხებში, განსაკუთრებით კი კორუფციასთან ბრძოლაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016