facebook-მომხმარებელი სვეტლანა მარჩენკო პირად გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც 11 ოქტომბერს სოფელ კრიჟანოვკაშია გადაღებული. ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაბას მას შემდეგ ეწვია, რაც გაირკვა, რომ ადგილობრივი საბჭოს წევრები ტერიტორიებს ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე ანაწილებენ. გუბერნატორმა საკმაოდ მკაცრად მიმართა მათ, ვინც ამ საქმეშია გარეული და პირობა დადო, რომ კორუფციაში ჩართულები სათანადოდ დაისჯებიან და ყველას მოუწევს მიტაცებული მიწების უკან დაბრუნება.
სვეტლანა მარჩენკო შეხვედრის უცნობ ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებს მინაწერით:
"კრიჟანოვკის მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს, რომ სააკაშვილს სოფლიდან გასვლა ვერ მოეხერხებინა. ისინი ითხოვდნენ, მიშა კლუბში მისულიყო, სადაც მასთან შეხვედრა 100-მდე ადგილობრივს სურდა. თუმცა, გუბერნატორს ასეთი შეხვედრა ხელს არ აძლევდა, ის კამერების წინ შეხვდა გარკვეულ ჯგუფს"...
როგორც მარჩენკო წერს, ამის შემდეგ ხალხმა გზები გადაკეტა, სააკაშვილი მანქანიდან გადმოვიდა და მცირე ხნით გაესაუბრა მათ. მარჩენკოს სიტყვებით, ამის შემდეგ სააკაშვილი დაემუქრა ხალხს, რომ "ხვალიდან აქ პროკურატურა იმუშავებს". ინციდენტის დროს, ერთ-ერთ ადგილობრივს ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით: "მიხო, საქმე მოაგვარე აგრესიის გარეშე".
წყარო: palitratv.ge