reportiori.ge - რიჩარდ ნორლანდი: დიდი პოლიტიკა ხალხს პრობლემებს უქმნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:55
პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: დიდი პოლიტიკა ხალხს პრობლემებს უქმნის
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 15:55

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებელია გამოინახოს გზები ხელოვნური დაყოფის შესაჩერებლად. ნორლანდმა ოკუპაციის ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ დიდი პოლიტიკა ხალხს პრობლემებს უქმნის.

"ე.წ. საზღვრების გავლების საკითხი დავაყენეთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს. აუცილებელია გამოინახოს გზები ხელოვნური დაყოფის შესაჩერებლად. ასეთი ქმედებები სირთულეებს მხოლოდ ხალხს უქმნის. დიდი პოლიტიკა მოიცდის. მთავარია ადგილობრივებმა განაგრძონ მიწის დამუშავება, პირუტყვის საძოვრებზე გაყვანა და ნათესავების მონახულება. ამ რეგიონში ადამიანებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეთ", - აღნიშნა ნორლანდმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016