რელიგია
ხვალ სვეტიცხოვლობაა
13 ოქტომბერი, 2015. 17:53
ხვალ, 14 ოქტომბერს, მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება. საპატრიარქოს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სადღესასწაულო ლოცვას სვეტიცხოვლში დღეს, 18:00 საათზე, დაიწყებს, ხოლო საღვთო ლიტურგიას - ხვალ, 10:00 საათზე.
სადღესასწაულო წირვაზე დასწრების მსურველთათვის საპატრიარქოდან ავტობუსები მცხეთის მიმართულებით 08:00 საათზე გავლენ.
სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა".
12 თებერვალი, 2016. 16:16
03 თებერვალი, 2016. 01:20
01 თებერვალი, 2016. 10:35
19 იანვარი, 2016. 20:14
19 იანვარი, 2016. 15:09
19 იანვარი, 2016. 10:34
ილია მეორე: უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ვერც მეძავნი, კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი...
07 იანვარი, 2016. 03:25
07 იანვარი, 2016. 01:11
07 იანვარი, 2016. 01:08
07 იანვარი, 2016. 01:07