reportiori.ge - ალექსანდრე კობაიძე: საკითხავია, რამდენად საშიში იქნება ტარიელ ფოცხვერიას, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის გათავისუფლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:28
სამართალი
ალექსანდრე კობაიძე: საკითხავია, რამდენად საშიში იქნება ტარიელ ფოცხვერიას, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის გათავისუფლება
13 ოქტომბერი, 2015. 22:00



უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე, „რეპორტიორთან" საუბრისას  „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ფოცხვერიას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების მოთხოვნის ფაქტს ეხმაურება.


„სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, მძიმე ავადმყოფს შეიძლება განაჩენის აღსრულება გადაევადოს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გარკვეული ვადით, ხოლო მსჯავრდებულმა მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა წარუდგინოს სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა ჯამრთელობის შესახებ. იმ შემთხვევში, თუ მსჯავრდებული არ წარადგენს ექსპერტიზის დასკვნას ჯანმრთელობის შესახებ სასამართლო უფლებამოსილია, შეცვალოს გადაწყვეტილება განჩინების მეშვეობით და ისევ უკან დააბრუნოს მსჯავრდებული.

 

რაც შეეხება ფოცხვერიას მაგალითს, მისი ინტერესების დამცველების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, აქ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი - უნდა გაანალიზდეს,  რამდენად  იქნება სამართლებრივი სიკეთის მომტანი, რამდენად სწორი იქნება მსჯავრდებულ ტარიელ ფოცხვერიას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება ამ საფუძვლით. ასევე, გასაანალიზებელია,  რამდენად საშიში და ქვეყნის ინტერესებისათვის საზიანო იქნება ტარიელ ფოცხვერიას, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის გათავისუფლება",-აღნიშნავს კობაიძე.

 

ცნობისთვის: ტარიელ ფოცხვერია 2012 წელს ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა გათავისუფლებიდან მე-12 დღეს დააკავეს. ე.წ. კანონიერი ქურდის ოჯახი  ფოცხვერიას გათავისუფლებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესების საფუძველზე ითხოვს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016