reportiori.ge - 25 მარტივი ხერხი იმისათვის, რომ თქვენი ბავშვი გააბედნიეროთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:22
სხვადასხვა
25 მარტივი ხერხი იმისათვის, რომ თქვენი ბავშვი გააბედნიეროთ
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 11:10


ბევრ წვრილმანს, რაც თქვენ ბანალურად გეჩვენებათ, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ბავშვისთვის. ბავშვური აღქმა ბევრად ნათელი და ემოციურია- ნებისმიერი საგანი, რაც ზრდასრულისთვის უმნიშვნელოა, შესაძლოა, ნამდვილ აღმოჩენად იქცეს ბავშვისთვის.


გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომელიც ბავშვში ნამდვილ გაოცებას გამოიწვევს.



ჩამოიკიდეთ მაკარონის ყელსაბამი კისერზე და მთელი დღე ასე იარეთ, ან მანამ, სანამ სახლიდან გასვლა არ მოგიწევთ.


შექმენით დევიზი ან სლოგანი. (მაგ.: „ჩვენ შეგვიძლია!", „ჩვენ ამას გავაკეთებთ!") და დაამაგრეთ მაცივარზე.


გაისეირნეთ ბავშვთან ერთად.


ჩუმად ჩაუდეთ საყვარელი წერილი (და შოკოლადის ფილა) ზურგჩანთაში.


ითამაშეთ ერთად კომპიუტერული ან ვიდეოთამაშები.


უთხარით „კი"ისეთ რამეზე, რაც, ჩვეულისამებრ, აკრძალულია.


გაატარეთ დრო გასართობ პარკში, მოიქეცით ბავშვივით, არ შეგრცხვეთ და არ ჩართოთ „მკაცრი მშობელი".


შეურიგდით. თუ იჩხუბეთ, აუცილებლად იპოვეთ შერიგების მიზეზი.


ჩუმად დახურეთ კარი. თუ ბავშვის ოთახი ისე გამოიყურება, თითქოს სტიქიამ გადაუარა,ჩ უმად დახურეთ კარი და კარგად გაატარეთ დღე.


ხშირად ესტუმრეთ ბებიებს. ეცადეთ, მათთვის ხშირად გამონახოთ დრო.


დაკავდით ახალი საქმით. თუ თქვენი ბავშვი ძალიან ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, არ დააძალოთ რაიმეს კეთება. უბრალოდ, გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე.


მიეცით ბავშვს უფლება, ირბინოს გუბეებში.


დამოუკიდებლად გააკეთეთ ბარათი. აიღეთ ბევრი ბრჭყვიალა ქაღალდი, წებო, ფერადი ფანქრები და გააკეთეთ მისალოცი ბარათი ბავშვის დაბადების დღისთვის.


უყიდეთ ცხოველი.


არ გამოჰკითხოთ. გადადეთ „როგორ ჩაიარა დღემ?" სახის კითხვები, თუ ხედავთ, რომ ბავშვი სახლში დაღლილი და გაღიზიანებული დაბრუნდა. აუცილებლად მოასწრებთ მისი მონაყოლის მოსმენას ვახშმის დროს.


შექმენით საკუთარი ტრადიცია: ნამცხვარი სამშაბათსა და შაბათს, ვაშლის დაკრეფა ყოველ შემოდგომაზე, საღამოს გასეირნება ველოსიპედით და ა.შ.


მიეცით საშუალება, ჩაიცვას ის, რაც უნდა, მთელი თვის განმავლობაში.


ერთად უყურეთ მთვარეს.


დაბეჭდეთ სურათები, რომ გქონდეთ რაღაც, რის დათვალიერებასაც ბავშვთან ერთად შეძლებთ.


ნუ დააჩქარებთ ბავშვს. როდესაც თქვენ ჩქარობთ, ის ხშირად ვერ ასწრებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ნერვიულობას იწყებს.


მოუმზადეთ გულის ფორმის ბლინები დილით.


მოიფიქრეთ საიდუმლო ხელის ჩამორთმევა.


დაიწყეთ „ბრძოლა" ბალიშებით!


აჩვენეთ ბავშვს თქვენი ძველი დღიურები, წერილები და სურათები, როდესაც მის ასაკში იყავით.


ხშირად გადაუხადეთ ბავშვს მადლობა იმისათვის, რომ მან საკუთარი ნებით დაალაგა ოთახი, აავსო გრაფინი წყლით, ჩამოკიდა ხელსახოცი გასაშრობად და ა.შ.




წყარო: 4motivi.com


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016