მსოფლიო
„ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთსა და აშშ-ს „ჯიჰადი" გამოუცხადა
14 ოქტომბერი, 2015. 12:27
„დოიჩე ველეს" ცნობით, „ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთსა და აშშ-ს „ჯიჰადი" გამოუცხადა. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პრესმდივანმა აბუ მუჰამად ალ-ადნანიმ გაავრცელა მიმართვა, სადაც მუსლიმებს მოუწოდებს, რუსი და ამერიკელი „ჯვაროსნების" წინააღმდეგ წმინდა ომი დაიწყონ.
აუდიომიმართვაში ალ-ბაღდადის პრესმდივანმა ასევე დადასტურა, რომ „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის პირველი მოადგილე აჰმად ალ-ჰაიალი ამერიკული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.
ალ-ადნანის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სირიაში „ალ-ქაიდას" ფილიალის - „ალ-ნუსრას ფრონტის" ლიდერმა აბუ მუჰამად ალ-ჯულანიმ კავკასიელ „ბოევიკებს" მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ და თავდასხმები როგორც რუს სამხედროებზე, ისე სამოქალაქო პირებზე განახორციელონ.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40