საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2015 წლის 7 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, მამა გაბრიელის განსასვენებლისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 65 000 ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ - სამთავროს მონასტერში, ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ცხედრის საბოლოო განსასვენებლის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბრის № 2176 განკარგულებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.