reportiori.ge - ილია მეორე: ღმერთი განსაკუთრებით სწყალობს საქართველოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:19
რელიგია
ილია მეორე: ღმერთი განსაკუთრებით სწყალობს საქართველოს!
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2015. 13:51



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მრევლს და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ასევე არის წმინდანთა მირიანისა და ნანას, ასევე კათალიკოს მელქისედეკის ხსენების დღე.


 

გილოცავთ ამ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, დღეს არის მთელი ერის ზეიმი. დღევანდელი დღე არის დღესასწაული არა მარტო ეკლესიის, არამედ ეროვნული დღესასწაულია და მე გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. კვართი უფლისა - ეს არის უდიდესი სიწმინდე, რომელიც ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ინება, რომ ეს სიწმინდე ჩამოეტანათ საქართველოში და საქართველოში ყოფილიყო დასვენებული. ეს მეტყველებს იმის შესახებ, რომ ღმერთი განსაკუთრებით წყალობს საქართველოს, განსაკუთრებული მადლი ტრიალებს საქართველოზე და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ანალიტიკური აზროვნება სჭირდება ადამიანს, რომ გაანალიზოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. საქართველო მადლმოსილია და არ შეცდება ამაში. საქართველო მუდამ იდგება სიკეთის და სიწმინდის გზაზე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გააძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, სიმშვიდე და ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, მალე დაგვიბრუნდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო. უფალი ბძანებს: ითხოვდეთ და მოგეცეთ, თქვენ ეძიებდით და ჰპოვოთ. დღევანდელ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გამთლიანდეს საქართველო და გაიხაროს ქართველმა ხალხმა და არა მარტო ქართველმა ხალხმა, ყველამ, ვინც ცხოვრობს საქართველოში.

 

მინდა, დღევანდელი დღესასწული მივულოცო ყველას, აფხაზებს, რუსებს, სხვა ერების წარმომადგენლებს, ოსებს, ბერძნებს, წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და სიყვარული ღვთისა სუფევდეს თქვენზე, საქართველოზე და მთელ მსოფლიოზე", - ბრძანა პატრიარქმა.



 

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016