reportiori.ge - დამფუძნებლები ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ ყიდიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:33
მედია
დამფუძნებლები ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ ყიდიან
ავტორი:
15 ოქტომბერი, 2015. 16:25


შპს ტელე-რადიოკომპანია „თრიალეთის" 90 პროცენტი წილის მფლობელები აცხადებენ, რომ ყიდიან მათ მფლობელობაში არსებულ კომპანიის წილს.


ერთ-ერთმა დამფუძებელმა ბადრი ნანეტაშვილმა Media.Ge-ს უთხრა, რომ კომპანიას მთლიანად ყიდიან. იყიდება მთელი ინფრასტრუქტურა: სათაო ოფისი, სტუდიებით და ტექნიკით, თბილისის სტუდია,  რადიო „თრიალეთი", ანძები,  შიდა ქართლში მულტიპლექსი. ნანეტაშვილმა კომპანიის გაყიდვის მიზეზსა და სავარაუდო ფასზე საუბრისგან თავი შეიკავა. თუმცა თქვა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დამფუძნებლებს  მიაწოდოს საკუთარი წინადადება, მიიღოს ინფორმაცია დაშეხვდეს მათ, შემდეგი ელფოსტის საშუალებით: trialeti@trialeti.ge


შპს ტელე-რადიოკომპანია „თრიალეთი" 1990 წელს დაარსდა შიდა ქართლში (გორი). ტელეარხი „თრიალეთი" კერძო/საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის ფარგლებში (ნომერი B56) მაუწყებლობდა ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე. ამჟამად, მისი გადაცემების მიღება შესაძლებელია სატელიტით, საკაბელო არხებით, ციფრული სიგნალით, ინტერნეტით.


შპს ტელე-რადიოკომპანია „თრიალეთის" 50-პროცენტიანი წილი  ჯონი ნანეტაშვილს ეკუთვნის, 20 პროცენტი მის ძმას- ბადრი ნანეტაშვილს,  20 პროცენტი - ნინო გაგნიძეს, ხოლო 10 პროცენტს შპს „მეცხრე არხი" ფლობს.   ეს უკანასკნელი  ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა 2012 წელს. იმავე წელს კომპანიამ „თრიალეთის"   10-პროცენტიანი წილი 1 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. „მეცხრე არხის"  მუშაობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის ლიდერობით შექმნილი კოალიციის გამარჯვების  შემდეგ შეწყდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016