reportiori.ge - ლევან კალანდაძე: როცა საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინტერესები იკვეთება, გარე ფაქტორები მინიმალიზებულია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:25
ეკონომიკა
ლევან კალანდაძე: როცა საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინტერესები იკვეთება, გარე ფაქტორები მინიმალიზებულია!
ავტორი:
15 ოქტომბერი, 2015. 21:53


ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის შეფასებით, მიმდინარე წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი", იბიარდის ღონისძიების შემდეგ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.


როგორც ექსპერტმა განაცხადა, აღნიშნული ღონისძიება დიდი პოტენციალის მატარებელია, რომლის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, საქართველოს საინტერესო და მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებას. მისივე განმარტებით, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი აქვს.


1000-მდე სტუმარი ჩამოვა 30 ქვეყნიდან და მათ საშუალება ექნებათ კონკრეტულ პროექტებზე, კონკრეტულ შესაძლებლობებზე, კონკრეტულ პირებთან პირისპირ ილაპარაკონ, მათ შორის ხელისუფლებასთან და აქედან გამომდინარე, დაიგეგმოს ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამომდინარე კონკრეტული მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხი. მაგრამ, ჩინეთის ფაქტორი ამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის ხელშეკრულებები, ის მოლაპარაკებები, რაც ამ ფორუმს წინ უძღოდა და რაც გაგრძელდება ამ ფორუმზეც, საშუალებას იძლევა საქართველო, როგორც რეალურად აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახდეს, ჩინურ-ევროპული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით. ეს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ სწორ პოლიტიკას ჩამოაყალიბებს ქვეყნის ხელისუფლება, სწორ შეთავზებებს გაუკეთებს ჩინურ მხარეს, ჩინური საქონლის გარკვეული ნაკადები საქართველოს გავლით ევროპაში მოხვდეს და საერთაშორისო რეგიონალური დატვირთვის ჰაბის იდეა რეალურად განხორციელდეს ამ კონტექსტში", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე შეფასებით, თუ ეს კონტექსტი განვითარდა, ეს იქნება წინაპირობა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ამუშავებისა და ერთის მხრივ, ბათუმის პორტის და მეორეს მხრივ, ანაკლიის პორტის ეფექტიანობის ზრდის თვალსაზრისით, როგორც ტვირთგამტარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, ისე შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების და განვითარების თვალსაზრისით. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უმნიშვნელობვანესი დოკუმენტია, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს ნომერ პირველი თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი გახდეს, აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის საქმეში.


კიდევ ერთი მნიშვნოლოვანი საკითხია ჩინურ-ქართული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელზეც ახლა არის საუბარი. ჩვენ შეგვიძლია ის შესაძლებლობები, რომლებსაც ერთის მხრივ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვანიჭებს და მეორეს მხრივ, სავარაუდოდ, მომავალში ჩინურ-ქართული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მოგვანიჭებს, საოცრად საინტერესო და მაღალი რაციონალური ეკონომიკური დატვირთვის მქონე ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ შეგვიძლია რეგიონში ნომერ პირველი მოთამაშე გავხდეთ. ეს მოცემულობა საქართველოს საოცარ შესაძლებლობებს აძლევს. მთავარია ახლა, ამ შესაძლებლობების სწორი გამოყენება, სწორი პოლიტიკის დაგეგმვა და სწორი შეთავაზებების გაკეთება, განსაკუთრებით ჩინური მხარისთვის", - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.


კალანდაძის განცხადებით, საქართველო იმდენად დიდი მოთამაშეების, იმდენად დიდი ბაზრის და ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილე შეიძლება გახდეს, რომ გარე ფაქტორები და გარკვეული რისკფაქტორები, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ყოველთვის არსებობდა, მინიმალიზებული იქნება.


როცა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინტერესები იკვეთება საქართველოში და ამ საერთაშორისო ინტერესების მთავარი ამოსავალი წერტილი სტაბილურობა, პროგნოზირებადობა, თავისუფალი ბაზრის განვითარება და ამ ბაზრის ქვეყანაში ჩამოყალიბებაა, მერწმუნეთ, ამ შემთხვევაში, გარე ფაქტორები მინიმალიზებულია",



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016