19-23 ოქტომბერს საქართველოში მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია გაიმართება, რომელიც წმინდა მაქსიმე აღმსარებელს ეძღვნება.
საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო-საღვთისმეტყველო ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი.
კონფერენციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახსნის.
წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიხსნება (წმინდა სამების საკათედრო ტაძარი).