reportiori.ge - ბარაქ ობამა: ავღანეთში ამერიკელი სამხედროები 2016 წლის შემდეგაც დარჩებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:41
მსოფლიო
ბარაქ ობამა: ავღანეთში ამერიკელი სამხედროები 2016 წლის შემდეგაც დარჩებიან
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2015. 01:02


 „ავღანეთში ამერიკელი სამხედროები 2016 წლის შემდეგაც დარჩებიან," - განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


ობამას თქმით, 2017 წელს, მისი პრეზიდენტობის დასასრულისთვის, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რიცხვი 5 500 ჯარისკაცით განისაზღვრება.


ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული კონტინგენტის რაოდენობა 2016 წლამდე არ შემცირდება და ქვეყანაში 9 800 სამხედრო მოსამსახურე დარჩება.


აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკელი სამხედროები ოთხ ადგილას: ქაბულში, ბაგრამში, ჯალალაბადსა და ყანდაღარში დარჩებიან.


მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ავღანეთში აშშ-ის საბრძოლო მისია დასრულდა და ამიერიდან ამერიკელი სამხედროები ავღანელი ჯარისკაცების წვრთნისა და კონტრტერორისტული საქმიანობით დაკავდებიან.


თავდაპირველად, ავღანეთში მხოლოდ მცირე კონტინგენტის დატოვება იგეგმებოდა, თუმცა ამერიკელი სამხედროები ფიქრობენ, რომ „თალიბანის" მხრიდან მზარდი საფრთხეების ფონზე, ავღანეთის არმიის დახმარება აუცილებელია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016