reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: თეა წულუკიანი აუცილებლად უნდა გადადგეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:07
პოლიტიკა
ნიკოლოზ მჟავანაძე: თეა წულუკიანი აუცილებლად უნდა გადადგეს!
08 ნოემბერი, 2013. 11:59

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე, „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო განცხადებას აკეთებს.უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა, არჩილ კბილაშვილის მსგავსად,მის მიერ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.  


„კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველაზე აქტუალური პრობლემა არის სამართლიანობის აღდგენის პრობლემა, სწორედ ამიტომ გადადგა არჩილ კბილაშვილი. როდესაც დღეს ამბობენ, რომ არჩილმა ვერ ჩაატარა საჭირო სამუშაოები, ეს ასე არ არის. კბილაშვილს საშუალება არ მისცეს ჩაეტარებინა სამუშაოები. მიმაჩნია, რომ თუ წულუკიანს რაიმე გააჩნია, მანაც ანალოგიური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან მასაც ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. გენერალი კალანდაძის განთავისუფლება წულუკიანის დამსახურებაა. როდესაც წულუკიანი კბილაშვილის შეცდომებზე საუბრობს, თავისი შეცდომები უნდა გაიხსენოს. კერძო იპოთეკარებთან მიმართებაში, მას ივანიშვილმა სპეცკომისიის შექმნა დაავალა და ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ამის გასაკეთებლად. სამსახურში არ აღდგენილან ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უსამართლოდ განთავისუფლდნენ იუსტიციის სამინისტროდან. ყველა დაკისრებული ფუნქცია, მას რაც დაკისრებული ჰქონდა, შეუსრულებელია. მას არ აქვს კონტაქტი თანამშრომლებთან, ეს კულუარული ინფორმაციაა, თუმცა კომუნიკაციის პრობლემა მას ნამდვილად გააჩნია. თეა წულუკიანი აუცილებლად უნდა გადადგეს, ამ ადამიანს პრაქტიკული მუშაობა არ ჰქონია, მას არ აქვს შესაბამისი განათლება, რომ საქართველოში ერთ ერთი ყველაზე მძლავრი სამინისტროს მეთაური იყოს. თეა წულუკიანი სამსახურებრივი გულგრილობის გამო, გადაყენებული უნდა იყოს თანამდებობიდან, ჩვენ მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული მოთხოვნით"- განაცხადა მჟავანაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016