reportiori.ge - ოთარ ჩრდილელი: რატომ ცა და დედამიწა არ შეერთდება, როცა „ნაციონალები“ მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:44
მედია
ოთარ ჩრდილელი: რატომ ცა და დედამიწა არ შეერთდება, როცა „ნაციონალები“ მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2015. 16:24


უმრავლესობის წევრის ოთარ ჩრდილელის განცხადებით, „რუსთავი 2"-ში ისმის არა ხალხის ხმა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის" სიძულვილის ხმა. დეპუტატმა განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა:


„თქვენ გადარდებთ არა „რუსთავი 2"-ის დამოუკიდებლობა, არამედ ის, რომ „რუსთავი 2" თქვენგან არ იყოს დამოუკიდებელი. ის, რომ „რუსთავი 2" პარტიულ ჩარჩოშია ჩარჩენილი და არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ადასტურებს, თუ ვინ მუშაობს ამ ტელევიზიაში: ნიკა გვარამია სააკაშვილის დროს განათლების და იუსტიციის მინისტრი, ამჟამად „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელი. ზაზა ბიბილაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრი, პარალელურად, „რუსთავი 2"-ის ადვოკატი; ნინო ნაკაშიძე - სააკაშვილის დროს ელჩი ჩეხეთში, ამჟამად „რუსთავი 2"-ის საზღვარგარეთ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დიმიტრი ძაგნიძე - პრეზიდენტ სააკაშვილის საპარლამენტო მდივანი, ამჟამად, ბიბილაშვილთან ერთად ზეპარტიული „რუსთავი2"-ის ადვოკატი. დანარჩენი თქვენ დაამატეთ, „ნაციონალური მოძრაობის" რომელი ლიდერის და მაშინდელი ძალოვანის ცოლი მუშაობს და კეკლუცობს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში თავისუფალ სიტყვაზე, დემოკრატიაზე, პლურალიზმზე. ეს ყველაფერი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რატომ ცა და დედამიწა არ შეერთდება, როცა „ნაციონალები" მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ", - განაცხადა ჩრდილელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016