reportiori.ge - თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:47
მსოფლიო
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2015. 17:05


„BBC"-ის ცნობით, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. საფრენი აპარატი თურქეთის საჰაერო სივრცეში სირიის მხრიდან შეიჭრა.



თურქეთის სამხედრო უწყების განცხადებით, თურქეთის სივრცეში შეჭრის შემდეგ, უპილოტო საფრენმა აპარატმა ფრენა რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად გააგრძელა. თურქულმა გამანადგურებლებმა ის თურქეთ-სირიის საზღვრიდან დაახლოებით 3 კილომეტრში ჩამოაგდეს.



რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის ინფორმაციით, სირიაში დისლოცირებული ყველა რუსული თვითმფრინავი, ამოცანის შესრულების შემდეგ ავიაბაზაზე დაბრუნდა, უპილოტო საფრენი აპარატები კი „გეგმიური რეჟიმის ფარგლებში ფუნქციონირებენ".



ჯერ უცნობია, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა უპილოტო საფრენი აპარატი.



სააგენტო „როიტერს" აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, აპარატი შესაძლოა, რუსეთს ეკუთვნოდეს.



მიმდინარე თვის დასაწყისში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა თურქეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვიეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016