2015 წლის 6 ოქტომბერს საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის" ჰუმანიტარული აქცია ჩაატარა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში.
ასოციაციის წევრთა თორმეტკაციანი ჯგუფი თავმჯდომარის - მაია კვეზერელი-კოპაძის ხელმძღვანელობით ეწვია სნოს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს.
იღუმენია ნინომ სტუმრებს მოკლედ მოუთხრო მონასტრის დაარსების და დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა მონასტრის როლი სოფლის მოსახლეობის სულიერ ცხოვრებასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.
მონასტერს შესაწირის სახით გადაეცა კვების პროდუქტები: შაქარი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, წიწიბურა და ჰიგიენის საშუალებები. იმავე დღეს ასოციაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს სნოს ვახტანგ გორგასალის სახელობის დარიალის ხეობის მთავარანგელოზის ეკლესია.
აქციაში ასოციაციის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.