reportiori.ge - პრობაციონერებმა თბილისის ეროვნული პარკი დაასუფთავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:43
საზოგადოება
პრობაციონერებმა თბილისის ეროვნული პარკი დაასუფთავეს
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 16:23

პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ეროვნულ პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე.

თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილებმა, ტყის მასივი პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებონარჩენებისგან გაწმინდეს.

მსგავსი ღონისძიებები სისტემატურად ტარდება: ივლისში, იმერეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა ათმა არასრულწლოვანმა პირობით მსჯავრდებულმა სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორია დაასუფთავა. სამცხე-ჯავახეთისპრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა ათმა პირობით მსჯავრდებულმა კი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკში ლაშქრობა მოაწყო.

ეს ღონისძიებები ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების შესახებ პრობაციონერების ცნობადობის ამაღლებას, საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016